Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კოსმო
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level სოც.მედია მენეჯერს.

ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე?

თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე.

ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით:

** თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.
** შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა.
** თუ გაქვს სოც.მედია გვერდების მართვისა და კონტენტის დაგეგმვის გამოცდილება.
** იმედისმომცემი ქოფირაითინგის უნარები.
** თვით-ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარები.

მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.)

თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს:

** ყოველთვიურად შექმნა კოსმოს სოც.მედია გვერდებზე კომუნიკაციის გეგმა
** უზრუნველყო გეგმის აღსრულება (აღნიშნულ გვერდებზე) და მიიღო მონაწილეობა მარკეტინგული გუნდის კრეატიულ თუ არა-კრეატიულ პროცესებში.
** შექმნა ქოფი ყველა მოცემულ სოც.მედია არხში და მოხიბლო მომხმარებლები სიტყვებით.
** მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ).
** ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.
** მეგობრულ გუნდს (მართლა).
** სრული განაკვეთის როლს.
** Fitpass-ს.
** შიდა ფასდაკლებებს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე