Робота для біженців з України
ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსანი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსნის პოზიციაზე.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებგვერდი: https://aspgroup.ge/

პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების / ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დაშლა/აწყობა;
** ავტოსერვისცენტრში სხვადასხვა ავტო სარემონტო სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე