Робота для біженців з України
ჰიდრავლიკ მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიდრავლიკ მექანიკოსი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკ მექანიკოსის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/

პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ჰიდრავლიკური და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
** სათადარიგო ნაწილების მონტაჟი, დემონტაჟი და მათი გამართულობის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისის სტანდარტების დაცვა;
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტის გზების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე