კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პარტნიორების მოზიდვის წარმომადგენელი.
მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
** ადამიანებთან საუბრისა და შეთავაზების წარდგენის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** თბილისის სხვადასხვა რაიონში გადაადგილების მზადყოფნა;
** სმარტფონი და მობილური ინტერნეტი;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო სრულდება ადგილზე, თბილისის კვების ობიექტებში;
** რაიონები და სამუშაო ზონები წინასწარ განაწილდება;
** თანამშრომელს მიეწოდება სამუშაო რუკა, პლატფორმის გაცნობის ტექსტი და საწყისი ინსტრუქტაჟი.
ანაზღაურება:
** თითოეულ დადასტურებულ და გააქტიურებულ პარტნიორ ობიექტზე — 40 ლარი.
** პარტნიორობა შესრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ობიექტის უფლებამოსილი პირი დაადასტურებს თანამშრომლობას, ობიექტი დარეგისტრირდება და განათავსებს პირველ რეალურ შეთავაზებას.
** ანაზღაურება შედეგზეა დამოკიდებული; ფიქსირებული ხელფასი არ არის. ანგარიშსწორება ხდება კვირაში ერთხელ.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ და საკონტაქტო ნომერი ელფოსტაზე: dailycheaper@gmail.com.
|