"Domino`s Pizza" ამერიკული საერთაშორისო პიცის რესტორნების ქსელია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პიცის ბრენდს წარმოადგენს. საქართველოში Domino`s Pizza 2015 წლიდან ოპერირებს და ამჟამად 9 ფილიალს აერთიანებს თბილისსა და ბათუმში.
კომპანიის განვითარებისა და გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. თუ გაქვთ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი, ხართ მომხმარებელზე ორიენტირებული და გსურთ პროფესიული განვითარება, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები:
** პოზიცია: ქოლცენტრის ოპერატორი
** სამუშაო ფორმატი: დისტანციური
** ანაზღაურება: 1100 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კანდიდატს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:30-18:00 ან 18:00-01:30.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, დეტალების დაზუსტება და შესაბამის პროგრამაში ზუსტად ასახვა;
** პროდუქციის, მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი და მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე რეაგირება, საჩივრების განხილვა და პრობლემური სიტუაციების ეფექტიანი მართვა;
** ონლაინ პლატფორმებიდან მიღებული შეკვეთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ფილიალებთან კომუნიკაცია;
** Facebook-ისა და Instagram-ის შეტყობინებებსა და ელექტრონულ წერილებზე პასუხის გაცემა;
** ლოიალობის პროგრამის, პრომოკოდებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება;
** კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
** მიმდინარე სამუშაო საკითხების დროული და სრულყოფილი გადაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გამართული, თავაზიანი და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერულ პროგრამებსა და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
** დინამიკურ გარემოში მუშაობისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის შეღავათიან პირობებს — ფასდაკლებას სპორტული დარბაზებით სარგებლობაზე;
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
** კარიერული და ფინანსური წინსვლის პერსპექტივას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@dominosteam.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა: https://forms.gle/3xGVbJ29bkjtpAZY9
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 329 886; +995 557 232 830
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე: hr@dominosteam.ge
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|