Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: Multipay Systems
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
Multipay Systems ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს დროებითი პროექტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საგადახდო ტერმინალების ობიექტებზე მიტანას, მონტაჟსა და გამართულად დაკავშირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საგადახდო ტერმინალის მითითებულ ობიექტზე მიტანა;
** ტერმინალის ადგილზე მონტაჟი და დაკავშირება;
** ინტერნეტისა და ქსელური კავშირის შემოწმება;
** ტერმინალის გამართული მუშაობის ტესტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, Palms-ის ტექნიკურ/Backend გუნდთან დაკავშირება და მათი მითითებების შესაბამისად საჭირო სამუშაოების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
** ინტერნეტისა და ქსელური კავშირების საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური ინსტრუქციების სწორად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდთან კოორდინაციით მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** პროექტის საწყისი ხანგრძლივობა: 2 კვირა;
** საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თანამშრომლობის დამატებითი პერიოდით გაგრძელება;
** სამუშაო დრო: სამუშაო საათებში;
** ანაზღაურება: 500 ლარი კვირაში — ჯამში 1, 000 ლარი ორი კვირისთვის;
** სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ობიექტზე ადგილზე ვიზიტს.

გამოგვეხმაურონ ავტომობილის მქონე კადრები და საწვავის ხარჯს კომპანია დაფარავს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და საკონტაქტო ინფორმაცია: infra@multipaysystems.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე