შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების ფინანსური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სწავლის საფასურთან, გადახდის პირობებსა და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** სტუდენტთა ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, შემოსული განცხადებებისა და მოთხოვნების განხილვა-რეაგირება;
** სწავლის საფასურის გადახდის პროცესის კონტროლი, ინდივიდუალური გრაფიკების ადმინისტრირება და დავალიანებების შესახებ სტუდენტების ინფორმირება;
** სტუდენტთა ფინანსური მონაცემების აღრიცხვა-განახლება ელექტრონულ სისტემებში და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პერიოდული ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება, ასევე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად;
** პერსონალური და ფინანსური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|