გერმანული საღებავების კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
აუცილებელი პირობა:
** საღებავების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფერის შემრევ აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია;
** კომუნიკაბელურობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქციის ასორტიმენტისა და სპეციფიკის შესწავლა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის თავაზიანი და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა (პროდუქციის სპეციფიკაციის გაცნობა);
** საღებავების ფერის შერჩევაში დახმარება და შემრევ აპარატზე დაყენება;
** მაღაზიის ინვენტარისა და პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მიღება/აღრიცხვაში მონაწილეობა;
** სამუშაო სივრცის, აპარატურისა და მაღაზიის სისუფთავეზე ზრუნვა და წესრიგის კონტროლი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: ფიქსირებული, KPI (კანდიდატის კომპეტენციიდან გამომდინარე) + მაღალი ბონუსი პირადი გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** გერმანიაში საკვალიფიკაციო მივლინებებს.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00 სთ-მდე, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 140.
გთხოვთ, CV გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: wilckens.ge@gmail.com
|