Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართველი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარება;
** ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების განვითარება (HoReCa / Retail);
** პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების ჩატარება და ბრენდის წარდგენა;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ზრდის უზრუნველყოფა;
** ალკოჰოლური პროდუქციის შეთავაზებების მომზადება და ფასებზე/პირობებზე მოლაპარაკება;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი, ახალი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ალკოჰოლური პროდუქციის B2B გაყიდვებში გამოცდილება (HoReCa/რიტეილ ქსელები);
** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B2);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობისა და მანქანის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** აქტიური;
** პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება).
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი.

საწვავს უზრუნველყოფს კომპანია.

ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7
https://lnkd.in/dAYEFpg8

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.11.2026 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე