Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის ან ბიზნესის მიმართულებებს);
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების ეფექტური მომსახურება;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სწორად მიწოდება;
** მომხმარებლების სწორად გადამისამართება.

პიროვნული თვისებები:

** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.11.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "რეგისტრატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე