Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე;
** კლინიკის ოფიციალურ მეილსა და სოციალურ ქსელებში შემოსული წერილების პასუხი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.11.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ოპერატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე