"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში (საბაგირო გზა).
თუ გსურთ სტაბილური და მუდმივი სამსახური მეგობრულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
** ჭურჭლის რეცხვა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** სამზარეულოს დალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
რას ველოდებით თქვენგან?
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, სტაბილური და ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|