შემოუერთდი TNET ის გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
http://www.tnet.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
შენი როლი "თინეთში":
** პოტენციური კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა;
** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვების რეპორტინგი და შედეგების ანალიზი;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
** ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა;
** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო გაყიდვების პროცესი;
** ხარ შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი;
** ფლობ Excel-სა და MS Office-ის პროგრამებს;
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|