Робота для біженців з України
კომპანიის იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე)
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
** ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ 3 000 ლარი ხელზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა);
** ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
** ადვოკატირება პირველი ინსტანციის სასამართლოში;
** კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
** უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე