Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ლევან მიქელაძის ქუჩა N19.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული განაკვეთი).
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან პროცენტი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური დემონსტრირება და პროდუქტის მახასიათებლების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და ვიტრინაზე განთავსება;
** გაყიდვების პროცესის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** მიზანმიმართული, აქტიური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე