Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Setuperi
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
ღონისძიებების/ივენთების ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანია "Setuperi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, შრომისმოყვარე და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს პროფესია პრაქტიკაში და განვითარდეს ტექნიკურ სფეროში.

სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობასა და გრაფიკზე.

ანაზღაურების დეტალებს შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებაზე გავივლით.

რას ისწავლით და რა მიმართულებით მოგიწევთ მუშაობა:

** LED ეკრანების მონტაჟი, დემონტაჟი, ტექნიკური გამართვა;
** გახმოვანების სისტემების აწყობა, გამართვა და ღონისძიებაზე ტექნიკური მართვა;
** LED ეკრანებისთვის პოდიუმის და შესაბამისი კონსტრუქციების აწყობა;
** სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება ღონისძიების სპეციფიკის შესაბამისად.
** ჩვენთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ გამოცდილება აუცილებელი არ არის.
** თუ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
** კომპანიის ტექნიკური ხელმძღვანელი პრაქტიკულად, უშუალოდ სამუშაო პროცესში გასწავლით ყველა საჭირო მიმართულებას და ეტაპობრივად დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში.

დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვანია ჰქონდეს:

** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ტექნიკისა და ტექნიკური სამუშაოებისადმი ინტერესი;
** ფიზიკური დატვირთვისთვის და არასტანდარტული სამუშაო განრიგისთვის მზადყოფნა.

თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდეთ ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.gelashvili@setuperi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 930 253
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე