კერძო პირი აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის თანამდებობაზე.
მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებლის ოჯახის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ხელფასი: 1500 ლარი
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** დროულად გამოცხადდეს სამსახურში;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარება;
** უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადება;
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
** შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
** მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთხო მომსახურება;
** დამსაქმებლის გადაადგილების მარშრუტის უსაფრთხო კონტროლი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|