ტაქსოპარკი "ლოტუსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, ყურადღებიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლების რეგისტრაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი მძღოლების მიღება და რეგისტრაცია;
** მძღოლების მონაცემების პროგრამასა და ცხრილებში შეყვანა და განახლება;
** სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** მძღოლებისთვის სამუშაო პირობებისა და კომპანიის წესების გაცნობა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და არქივის წარმოება;
** ადმინისტრაციასთან ყოველდღიური თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის, ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პერსონალურ მონაცემებთან ყურადღებით მუშაობა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
** კვირა: დასვენება;
** ანაზღაურება: 1800 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: business-support@ltdlottus.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "რეგისტრატორი".
|