Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი - გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
კომპანია "სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სფეის კარგო არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამისი საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
** გადამისამართებული საკითხების შემდგომი მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 14:00-21:00;
** შაბათი: 11:00-17:00;
** თვეში 2 შაბათი სამუშაო, 2 შაბათი — დასვენება;
** შესვენება — 1 საათი.

სამუშაო ადგილი:თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8.
ანაზღაურება:საწყისი ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.
თანამშრომლის სამუშაო შედეგების, პასუხისმგებლობისა და განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა:
** 3 თვის შემდეგ — 1 000 ლარი
** მომდევნო 3 თვის შემდეგ — 1 200 ლარი.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ლოგისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge
მნიშვნელოვანია: ელ.ფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". სხვა სათაურით გამოგზავნილი განაცხადის იდენტიფიცირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე