|
დასახელება:
უსაფრთხოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ბეტონ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია "LAFARGE HOLCIM"-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა, სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;
** მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
** სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
** დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
** ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
** გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი)
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა.
სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ უსაფრთხოების მენეჯერი.
|
|
|
|