Робота для біженців з України
ინკასატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინკასატორი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

პოზიცია - ინკასატორი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული;
** ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი;
** ავტომანქანის იჯარა - 200 ლარი ფიქსირებული;
** მოზიდულ კლიენტებზე ბონუსი;
** ულიმიტო სასაუბრო;
** გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ, შაბათი - 10:00-14:00 სთ.

ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:

** კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
** მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
** ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი);
** ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
** პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია.

2. სამეურნეო მოვალეობების შესრულება:

** ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
** წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
** კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება.

შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად.

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე