Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Eleve11
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"Lamborghini"-ს პროდუქციის ოფიციალური დილერი კომპანია - "Eleven 11 ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ბათუმის შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს "Lamborghini"-ს მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარებს.

ჩვენი კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე;
** ხელფასი: ფიქსირებული და ბონუსები გაყიდვებიდან;
** კომპანია ასევე ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-ს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** არსებული და პოტენციური პარტნიორი ობიექტების მომსახურება;
** სალაროსთან და გაყიდვების პროგრამასთან მუშაობა;
** სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დაანგარიშება;
** შოურუმის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება;
** გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.revazishvili@elevengroup.ge 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე