Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხმარების უნარი;
** მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე - პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები;
** ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა;
** პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი.

მოვალეობები:

** ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა;
** გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი;
** კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება;
** ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება;
** ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ;
** ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე;
** ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა;
** ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას;
** ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა;
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება), შაბათი - 10:00-15:00.

დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: ntereladze@outlook.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე