|
დასახელება:
პედაგოგი/თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის (თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** მომსახურება/პროექტი: ბავშვთა დღის ცენტრი "მზესუმზირები";
** სამუშაო გრაფიკი: 4 საათი (14:00-18:00 კვირაში სამი დღე);
** დაწყების თარიღი: 01.11.2026;
** ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის;
** ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
** ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქ #23, თბილისი, საქართველო.
სამუშაო მიზანი:
სოციალურად დაუცველი ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
** შეარჩიოს სცენარი ბავშვების ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
** წარმოდგენები უზრუნველყოს შესაბამისი დეკორაციებით, რეკვიზიტებითა და კოსტიუმებით;
** იზრუნოს ბენეფიციართა მეტყველების, სცენური მოძრაობისა და ოსტატობის სწავლებაზე;
** სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით დადგას თეატრალური წარმოდგენები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება (მსახიობი, რეჟისორი);
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: tamar.chaduneli@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28.10.2026
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/caritas.georgia
|
|
|
|