"EPAM" ეძებს Lead AI Agent Engineer-ს, რომელიც უხელმძღვანელებს AI აგენტების სისტემების შექმნას და რეალურ გარემოში გაშვებას. ეს არის ტექნიკური ლიდერის როლი, სადაც არქიტექტურასა და გუნდის მართვასთან ერთად თავადაც წერ კოდს.
რას გააკეთებ:
** განსაზღვრავ სისტემის არქიტექტურას და გადაწყვეტის ტექნიკურ მიმართულებას;
** იმუშავებ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს მკაფიო ამოცანებად აქცევ;
** დაგეგმავ გუნდის სამუშაოს, გაანაწილებ პასუხისმგებლობებს და ხელს შეუწყობ ინჟინრების პროფესიულ ზრდას;
** თავად შექმნი პროტოტიპებს და სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს.
ვის ვეძებთ:
** 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან;
** გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე.
პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე.
|