|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კაპიტალ სქვერი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და ოპტიმიზაციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** Meta Ads სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა, სეგმენტაცია და ტარგეტირება;
** ხარისხიანი ლიდების (Leads) მოზიდვაზე ორიენტირებული კამპანიების განხორციელება;
** სარეკლამო კრეატივებისა და ტექსტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** A/B ტესტირების ჩატარება და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება;
** ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (CPL, CPC, CTR, Conversion Rate და სხვა) მონიტორინგი და ანალიზი;
** Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** სარეკლამო კამპანიების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა ლიდების ხარისხისა და კონვერსიის გასაუმჯობესებლად;
** კონკურენტების ციფრული აქტივობებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვის, მართვისა და ოპტიმიზაციის უნარი;
** Performance Marketing-ის ძირითადი პრინციპებისა და KPI-ების ცოდნა;
** Google Ads-ისა და Google Analytics 4-ის ცოდნა;
** მონაცემების ანალიზისა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სარეკლამო ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდების გენერირების კამპანიების წარმატებით მართვის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 22 ოქტომბრამდე: Info@capitalsquare.ge
ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.
|
|
|
|