|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
კაპიტალ სქვერი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელსაც ესმის სოციალური ქსელების (FB, IG, TikTok, Linkedin) სპეციფიკა. იცის, როგორი კონტენტი სად და როგორ მუშაობს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) კონტენტის იდეების შემუშავება და განხორციელება;
** ფოტო და ვიდეოკონტენტის დაგეგმვა, გადაღება და დამუშავება;
** მოკლე ვიდეოების შექმნა და მონტაჟი;
** სოციალური მედიისთვის კრეატიული და საინტერესო ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ყოველთვიური კონტენტკალენდრის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სამშენებლო პროექტების, მიმდინარე სამუშაოებისა და კომპანიის სიახლეების გაშუქებაში მონაწილეობა;
** სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
** კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმის სპეციფიკის შესაბამისად;
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესში;
** გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სოციალური ქსელების კონტენტფორმატებისა და სპეციფიკის ცოდნა;
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** ვიდეომონტაჟის პროგრამების (CapCut, Adobe Premiere Pro ან სხვა) ცოდნა;
** Canva-ს ან სხვა ვიზუალური კონტენტის შექმნის პროგრამების ცოდნა;
** სოციალური მედიისთვის საინტერესო და ეფექტური ტექსტების წერის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების დამოუკიდებლად გენერირების უნარი;
** გამართული ქართული მეტყველება და წერა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** უძრავი ქონების, არქიტექტურის ან დეველოპერულ სექტორში კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** პროფესიონალური კამერითა და ვიდეოგადაღების ტექნიკით მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეოსცენარების შექმნისა და Storytelling-ის პრინციპების ცოდნა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 22 ოქტომბრამდე: Info@capitalsquare.ge
ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.
|
|
|
|