Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 10, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

დაცვის კომპანია "ალგანში" ვაცხადებთ ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე .

სამუშაო ადგილი: გ. სააკაძის II გასასვლელი №8
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება;
** შემოსული ზარებისა და კომუნიკაციების მართვა;
** თანამშრომლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ოფისის ორგანიზაციულ საკითხებზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი CV hr@algani.ge-ზე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე