|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
sushi24.ge
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "Sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 2/2 — 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
** შესაძლებელია მუშაობა როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში;
** სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა: 12 საათი;
** ანაზღაურება: 7 ლარი საათში.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის თანამშრომლებზე გადანაწილება;
** შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
** საჭირო ფორმებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებასა და კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება;
** ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ და დინამიურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sushi24.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".
|
|
|
|