|
დასახელება:
ფოტო/ვიდეო ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.
დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მედიქალ ვორლდ"-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ფოტო/ვიდეო ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N3;
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული;
ანაზღაურება: 1200 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
** სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობებისთვის ვიდეო- ფოტო მასალის გადაღება-მონტაჟი.
** გადაღება გამოფენებზე, პრეზენტაციებსა და ტრენინგებზე.
** ლაბორატორიის სამუშაო პროცესების, აღჭურვილობისა და სივრცეების პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღება; (რილსები, ვიდეოები)
** ლაბორატორიის ღონისძიებების, კონფერენციებისა და შეხვედრების გადაღება;
** გადაღებული ვიდეო მასალის სრული მონტაჟი, მასალის გადაღებიდან უმოკლეს პერიოდში;
** რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქება საჭიროებისამებრ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფოტო/ვიდეო გადაღების მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიონალური კამერებისა და ობიექტივების ცოდნა და გამოყენების უნარი;
** დრონით გადაღების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** განათების, კადრის კომპოზიციისა და ხმის ჩაწერის პრინციპების ცოდნა;
** ვიდეო მონტაჟის პროფესიონალური ცოდნა (Adobe Premiere, Capcut);
** ფერთა კორექციისა და ფოტო მასალის დამუშავების გამოცდილება;
** პროდუქტ-ფოტოგრაფიის გადაღების გამოცდილება;
** ვადების დაცვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
საჭირო კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
** ორგანიზებულობა, კრეატივიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
** ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
** FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
** https://mlab.ge/;
** https://mworld.ge/
** https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE;
** https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ფოტო/ვიდეო ოპერატორი".
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|