Робота для біженців з України
მზარეული - კარალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: აგრო-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.

ვაკანსია — მზარეული

კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით.
ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ყოველდღიური კვების მომზადება შეთანხმებული მენიუს შესაბამისად;
** პროდუქტების მიღებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
** სამზარეულოს მარაგების საჭიროებების დროული შეტყობინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ძირითადი წესების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, სისუფთავე და პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
** სტაბილური სამუშაო გარემო.

CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე