|
დასახელება:
საწყობის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
აგრო-უნივერსალი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.
ვაკანსია — საწყობის დამხმარე
კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით.
ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — საწყობის დამხმარე.
ძირითადი მოვალეობები:
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მიღება-განთავსებაში მონაწილეობა;
** ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაადგილების დახმარება;
** საწყობის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
** საწყობის პასუხისმგებელი პირის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
სტაბილური სამუშაო გარემო.
CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
|
|
|
|