აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე (www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpas;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესაბამისად, ობიექტებზე სრული ან შერჩევითი ინვენტარიზაციის განხორციელება;
** პროექტის სპეციფიკისა და ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა;
** ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და გადაცდომების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
** ინვენტარიზაციის შედეგების შეჯამება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა, დაკისრებული დავალებების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ინვენტარიზაციის, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის პროცესისა და ძირითადი სააღრიცხვო პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
|