Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.
გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 09:00-საათიდან 21:00-საათამდე
ანაზღაურება: საათობრივი, მინიმუმ 990 ლარიდან (დამოკიდებულია ნამუშევარ დროზე).

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს განყოფილების სისუფთავის დაცვა;
** ყოველდღიურად დაალაგოს განყოფილება:
** ჰოლი;
** ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
** ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება.
** მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა;
** ნაგვის დროული გატანა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** ჰოლში არსებული სანაგვე ცელოფნების შემოწმება შეცვლა;
** თვეში ერთხელ მოიმარაგოს საწმენდი საშუალებები;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2026 წლის 9 ნოემბრამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე