Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: რუსთავის აზოტი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

ძირითადი მოვალეობები:

** სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით, პრაქტიკული და მასზე მორგებული 6-თვიანი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
** სწავლების პროცესში სიმულაციების, როლური თამაშების, გუნდური აქტივობებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება და გამოყენება;
** მონაწილეების რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების მოდელირება;
** ყოველდღიურ და სამუშაო კომუნიკაციაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ფრაზებისა და ლექსიკის სწავლება;
** სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული რესურსების მომზადება;
** მონაწილეების პროგრესის პერიოდული შეფასება და პროგრამის საჭიროებისამებრ ადაპტირება.
** მენეჯმენტისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა;
** ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება;
** სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენების გამოცდილება;
** განსხვავებული კულტურისა და ენობრივი გამოცდილების მქონე ჯგუფებთან მუშაობის უნარი (სასურველია);
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** კრეატიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

პროგრამის მიზანი და სამუშაო ფორმატი

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა განივითარონ ყოველდღიურ და სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ენობრივი უნარები და შეძლონ შესაბამისი ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში - დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და პრაქტიკულად.

სამუშაო ფორმატი: 6-თვიანი პროგრამა, ფიზიკური სწავლება კომპანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 20-25 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. სწავლების შინაარსი და ტემპი უნდა იყოს მორგებული მონაწილეთა ენობრივ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე.

განაცხადის წარდგენა:

** გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com
** ელ-ფოსტის Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
** განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
** გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე