Робота для біженців з України
მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი პროზა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
ქუთაისში მდებარე რესტორანი "პროზა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

დაკისრებული მოვალეობები:

** რესტორნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** საკვებისა და სასმლის (F&B) დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და სასმლისა თუ საკვების რაოდენობის/ხარისხის კონტროლი;
** მომარაგების პროცესების მართვა, მომწოდებლებთან ურთიერთობა და მარაგების/ინვენტარიზაციის კონტროლი;
** სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზება და მართვა;
** სამუშაო პროცესების ეფექტური გადანაწილება და გუნდის მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მონიტორინგი;
** მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება და გუნდის დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** რესტორანსა და ბარში სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
** სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის (კომენტარების/შენიშვნების) ანალიზი, შეფ-მზარეულისა და კომპლექსის მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება და უარყოფით შეფასებებზე ოპერატიული რეაგირება;
** კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო/F&B სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** HACCP (ჰასპის) სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და მათი პრაქტიკაში დაცვა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** გუნდის ეფექტური მართვისა და ლიდერობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და სტრატეგიული აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (1 დასვენების დღე);
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: natashavlakadze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე