Робота для біженців з України
ბარისტა-მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-მიმტანი
მომწოდებელი: მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტროს" პეკინისა და წერეთლის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 8; თბილისი, წერეთლის გამზ 77ა;
** სამუშაო განრიგი: 5/2 9 საათი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნა:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ლატე არტის ცოდნა;
** ბარმენობის მინიმალური გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება, ლატე არტის კარგად ფლობა;
** საფირმო სასმელების: "სახლის ლიმონათების" მაღალი სტანდარტითა და რეცეპტურის დაცვით მომზადება;
** მომხმარებლის მაღალი სტანდარტებით მომსახურება როგორც მაგიდასთან, ისე ბართან;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტანდარტული კოქტეილების მომზადების ან შესწავლის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარება;
** სტაბილური სამსახური;
** მშვიდი და მეგობრული გარემო;
** რანჩილიოს 2025 წლის აპარატთან მუშაობა/ყავაზე ცოდნის გაზრდა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
bistroground84@gmail.com

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ლოკაცია.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე