სასტუმრო "Sky Station" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, მიროტაძის 4, სართული 20.
სასტუმრო შედგება 8 ნომრისგან.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ოთახების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
** ოთახის აბაზანის და სამზარეულო კუთხის მოწესრიგება და დალაგება.
** ნარჩენების გატანა შესაბამისი წესების დაცვით.
** ოთახში დალაგებისას აღმოჩენილი ხარვეზის ზედამხედველისთვის დროული შეტყობინება.
** ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის სწორი გამოყენება და მოვლა.
** თეთრეულის გარეცხვა, დაუთოება.
** დაკარგული ნივთების სათანადოდ აღწერა და ინფორმირება.
** სხვა სივრცეების დასუფთავება საჭიროებისამებრ ზედამხედველის მითითებით.
სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ:
** სამუშაო საათები: 10 საათიდან 18 საათამდე - კვირაში 2/3 დღე.
** ანაზღაურება 600 ლარი + ბონუსი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelskystation@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დიასახლისი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|