Робота для біженців з України
პოლიგრაფიული საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოლიგრაფიული საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ედვინგსი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
სარეკლამო კომპანია "ედვინგსი" აცხადებს ვაკანსიას (სტამბაში) პოლიგრაფიულ საწარმოს თანამშრომლის (ქაღალდის მჭრელისა და მკვეთავის) პოზიციაზე.

ანაზღაურება: დამწყებთათვის 1200 ლარიდან მზარდი, ყოველ თვეში 100-100 ლარის მატებით დამწყებთათვის შესწავლის დონის შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში.

ხოლო გამოცდილების მქონეთათვის 1500 ლარიდან მზარდი იგივე პრინციპით 2000 ლარამდე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (ამჟამინდელი ეველინა თავაძის 42)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 19:00 სთ-მდე.

ძირითადი მოვალეობები: ხელმძღვანელების მიერ პოლიგრაფიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება სტამბაში მუშაობის რაიმე გამოცდილებას (დასაჭრელი ქაღალდის მოწესრიგება, დაჭრა, კვეთა, სხვადასხვა პოლიგრაფიულ დანადგართან მუშაობა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მზარდ სახელფასო სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: hr@adwings.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 191391.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე