Робота для біженців з України
საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: ამანათი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.

მოვალეობები:

** ცენტრალურ საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება.
** პროდუქციის ფილიალებში დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება.
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა.

კვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა მექანიკური მართვის მოწმობა;
** მექანიკური მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

განრიგი: დამოკიდებულია რეისების განრიგზე, თუმცა არ აღემატება ყოველკვირეულად 35 საათს.
მდებარეობა: ვარკეთილი, გახოკიძის ქ. 167.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ან CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@amanati.ge

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე