Робота для біженців з України
ბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"Maizen" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარისტა

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
** ყავის აპარატთან და აღჭურვილობასთან მუშაობა;
** სტუმრებთან პროფესიონალური კომუნიკაცია;
** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ყავის მომზადების ტექნიკის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

2. მიმტანი

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
** შეკვეთების დროული მიღება და გადაცემა;
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

3. მზარეულის დამხმარე

ძირითადი მოვალეობები:

** მზარეულის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** პროდუქტების მომზადება და პირველადი დამუშავება;
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** მზარეულის მითითებების შესაბამისად კერძების მომზადების პროცესში დახმარება;
** პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოში წესრიგისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის დამხმარის ან სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** პროდუქტების პირველადი დამუშავების ტექნიკის ცოდნა;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი;
** ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "მაიზენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე