Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ამბასადორი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
ჩვენ შესახებ:

სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მოქმედი ქართული ქსელური ბრენდი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მიმართულება: სასტუმრო / რესტორანი / სტუმარმასპინძლობის სფერო
ადგილმდებარეობა: ბათუმი

ვეძებთ კრეატიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ქსელის ბრენდის მარკეტინგულ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ახალი ობიექტის გახსნის სტრატეგიის შემუშავებასა და მის პოზიციონირებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შედგენა;
** ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების განვითარება;
** რესტორნის მიმართულებით ახალი პროდუქტების, მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
** სასტუმროსა და რესტორნის სერვისების, შეთავაზებებისა და პროდუქტების ეფექტური მარკეტინგული წარმოჩენა;
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სასტუმროსა და რესტორნის გაყიდვების ხელშემწყობი კამპანიებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება;
** სეზონური, სადღესასწაულო და სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგული მხარდაჭერა და ორგანიზება;
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან, ინფლუენსერებთან, მედიასა და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** PR აქტივობების, მედია კომუნიკაციისა და ბრენდის რეპუტაციის მართვაში მონაწილეობა;
** სასტუმროსა და რესტორნის ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგი და განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების, PR-ის ან შესაბამის სფეროში;
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს, რესტორნის, ტურიზმის ან Hospitality სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
** Meta Ads / Google Ads-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
** პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში;
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hrbatumi@ambassadori.com

კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის შერჩევის პროცესის დასრულებამდე, ხოლო დასაქმების შემთხვევაში — კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული ვადით. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე