აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე.
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpas;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ შენ:
** ხარ პროაქტიული
** გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
** გიყვარს სწავლა და მიისწრაფვი მუდმივი განვითარებისაკენ
** მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ
ჩვენ გასწავლით, როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აუდიტორის ასისტენტი".
|