Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მედიტეკი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის, პროდუქციისა და პარტნიორი ბრენდების ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა;
** სამედიცინო ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ტენდენციების კვლევა;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** ახალი პროდუქტებისა და ბრენდების ბაზარზე წარდგენის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების მომზადების/შექმნის პროცესის მართვა;
** სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა/ორგანიზება;
** სამედიცინო პროდუქტების, ახალი ტექნოლოგიების, კომპანიის სიახლეებისა და პროფესიული ინფორმაციის კომუნიკაცია;
** ექიმების, სამედიცინო პერსონალის, კლინიკებისა და სხვა პროფესიული აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა;
** პროდუქციისა და ბრენდების შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალების მომზადება;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:
Meditekoffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე