Робота для біженців з України
ბარ-რესტორნის მენეჯერი - ჭაბუკიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარ-რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: ლუდსახარში აფენი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
ლუდსახარში აფენი / Apeni Brewery ეძებს ბარ-რესტორნის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლუდსახარშთან არსებულ ბარ-რესტორანს და ჩაერთვება მისი შემდგომი განვითარების პროცესში.

ბარ-რესტორანში იგეგმება ინტერიერის, მენიუსა და მომსახურების პროცესების განახლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ექნება როგორც ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვის უნარი, ასევე განვითარების ხედვა და გუნდის ორგანიზების გამოცდილება.



სამუშაო ადგილი: სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რ.-ნი.

სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა;

ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარ-რესტორნის რეორგანიზაციისა და განვითარების გეგმაში მონაწილეობა;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
** პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება;
** რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა;
** საკვებისა და სასმლის მიმართულების ოპერაციული მართვა;
** სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
** შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა;
** საკვებისა და სასმლის მარაგების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
** მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@apeni.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარ-რესტორნის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე