Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: დუბაის ბაზრის პროექტების ოპერაციების პროცესების სრული ციკლის მართვა.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
** სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
** სამუშაო ფორმატი: დისტანციური პროცესის მართვა საქართველოდან. მივლინება დუბაიში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი სარგებელი:

** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოცხადებული ტენდერებისთვის კომპანიის რეგისტრაცია ტენდერების/supplier portals საიტზე და შემდგომი ონბორდინგის პროცესის მართვა;
** გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
** გამოცხადებული ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი;
** კომპანიისთვის მნიშვნელოვანი/საინტერესო ტენდერების შესახებ გაყიდვების მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება;
** საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ლიცენზიების განახლებების კალენდრის შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდული მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის;
** ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
** არსებული კლიენტებისთვის უწყვეტი ლიცენზიების ჯაჭვის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების მენეჯერთან ერთად პროდუქტის მახასიათებლების შესახებ წინადადებების მომზადება და კლიენტთან გაზიარება;
** მწარმოებელთან/დისტრიბუტორთან კომუნიკაცია საუკეთესო ფასის მისაღებად;
** ინვოისების მომზადება და ბუღალტერიასთან შესაბამისი კომუნიკაცია;
** შესყიდვების დოკუმენტაციის შექმნა;
** დებიტორების მართვა და მათთან კომუნიკაცია - ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
** მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა/მიღება/დაარქივება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა - C1 დონე; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე