სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს ადმინისტრატორს შოურუმის ყოველდღიური მუშაობისა და ადმინისტრაციული ამოცანების შესასრულებლად. ბაბალე ქმნის ხელნაკეთ სასაჩუქრე პროდუქციას და ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პირების დასაქმებას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. 21.
გრაფიკი: 11:00-20:00, კვირაში 5 დღე, დღეში 1 საათი შესვენებით.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, ანაზღაურებადი, ადგილზე სწავლებითა და ბაბალეს გუნდის მხარდაჭერით.
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1, 100 ლარი ხელზე; წარმატებით დასრულების შემდეგ -1, 300 ლარი ხელზე და დამატებითი ბონუსი შოურუმის თვის გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესით.
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმის გახსნა და დახურვა, სივრცისა და პროდუქციის ექსპოზიციის მოწესრიგება; მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია დამტკიცებული ფასებისა და პირობების მიხედვით.
** სალაროსა და საბანკო ტერმინალთან მუშაობა, გადახდების მიღება და დღის ბოლოს მონაცემების შეჯერება.
** ადგილზე და ტელეფონით მიღებული სტანდარტული შეკვეთების აღრიცხვა; სხვა შეკვეთების ტექნიკური გაფორმება გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული პირობებით.
** პროდუქციისა და მასალების მიღება, გაცემა, დათვლა და მოძრაობის აღრიცხვა პროგრამაში; ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და დეფიციტის ან სხვაობის შეტყობინება ოპერაციული მენეჯერისთვის.
** შეკვეთების დაკომპლექტება, შეფუთვა და გადაცემა; სტანდარტული საკურიერო გაგზავნისა და დამტკიცებული შესყიდვების შესრულება.
** პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა; ვორქშოფების კალენდარში შეტანა, სივრცის მომზადება და გადახდის შემოწმება.
** პროგრამის ხელმძღვანელის გეგმით მონაწილეთა მხარდაჭერა შოურუმის პრაქტიკულ სამუშაოებში, სტაჟირებისა და დასაქმების ეტაპზე.
** ადმინისტრატორი მუშაობს ოპერაციული მენეჯერის ხელმძღვანელობით და თანამშრომლობს გაყიდვების მენეჯერთან. არასტანდარტულ მოთხოვნებსა და შეფერხებებს შესაბამის მენეჯერს გადასცემს.
რას ველით კანდიდატისგან:
** ორგანიზებულობას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და კეთილგანწყობილ კომუნიკაციას.
** ქართული ენისა და კომპიუტერის, ელფოსტისა და ცხრილების გამოყენების ცოდნას; სწავლისა და გუნდთან თანამშრომლობის სურვილს.
** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ადმინისტრირების გამოცდილება და საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა. სალაროსა და აღრიცხვის პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეისწავლით.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ babale@downsyndrome.ge-ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ "ვაკანსია ადმინისტრატორი".
|