Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Palais des Thés Georgia
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"Palais des Thes" არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში.

მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

"Palais des Thes" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო; აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცე, ვაკე
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება.
** ძირითადი ხელფასი: 1050 ლარი ასევე ბონუსები.
** კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები.

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება.
** სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა.
** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება
** გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი. (სტაჟირება ანაზღაურებადია)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsira.pdt@gmail.com 2026 წლის 30 ოქტომბრამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე