Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
შპს "მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენი" საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ორგანიზება და მართვა;
** პარტნიორების და კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება;
** ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;

მოთხოვნები:

** ინგლისურის ენის სრულფასოვნად ცოდნა.
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი უნარები:

** ლოჯისტიკური პროცესების მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ადგილი: ქ. თბილისი, ქეთევან დერდოფლის გამზირი №39
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ხელფასი 2500 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე management@mumnet.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე