შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".
კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 5500 ლარი, 6000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მაღაზიის საქმიანობის სრული კოორდინაციაში, მართვასა და ეფექტურობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება.
** მაღაზიების საოპერაციო სტანდარტების, პროცედურებისა და შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. მათი დაცვის მუდმივი მონიტორინგი/კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მაღაზიებში ვიზიტების განხორციელება, ოპერაციული ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ოპერატიული ზომების მისაღებად, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** ფინანსური და ბიზნეს-მაჩვენებლების მართვაში მონაწილეობის მიღება:
** მაღაზიების გაყიდვების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
** მაღაზიების პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
** მაღაზიის მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის ტრენინგების, შეფასებებისა და KPI-ების სისტემის კონტროლი.
** მაღაზიების ვიზუალური იდენტობის, მერჩენდაიზინგისა და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** სასაქონლო მარაგების ოპტიმალური ნაშთების კონტროლი მაღაზიებში, მოთხოვნად პროდუქციაზე დეფიციტის თავიდან აცილება.
** სტრატეგიული განვითარება:
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი; ახალი მაღაზიების გახსნის/ლოკაციების შერჩევის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაზრის ტენდენციების ცოდნა
** საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორისა და ბაზრის ტენდენციების ღრმა ცოდნა.
** ბიზნესის მართვის, ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა.
** ინგლისური და/ან სხვა უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
** დამატებითი მენეჯერული/სერტიფიცირებული კურსები (მაგ., MBA) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდურობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|